понедельник, 3 июня 2013 г.

ტრენინგი "ინფექციური დაავადებების გადამდები გზები და პრევენცია"

12 აპრილს მარნეულის დემოკრატიული
 ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი
 თემაზე "ინფექციური დაავადებების გზები და
მისი პრევენცია". ტრენინგი მოეწყო
პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული
 ასოციაცია ორგანიზებით, რომელსაც
ვესწრებოდით ჩვენი კლუბის 13  წევრი და
 მეურვე.  ტრენინგს უძღვებოდნენ
ორგანიზაცია "ინდიგოს" წარმომადგენლები - ნაია იობაშვილი და თამარ დემეტრაშვილი.
 თავდაპირველად ტრენერებმა ვრცლად
ისაუბრეს ინფექციურ დაავადებებზე, მათ
წარმოშობის გზებზე და თუ რა ზიანს აყენებენ ეს დაავადებები ადამიანის
ორგანიზმს. მოსწავლეებისთვის წარმოდგენილ პრეზენტაციაში უფრო ნათლად იყო
 წარმოჩენილი ეს პროცესი. შემდეგ ტრენერემა ისაუბრეს ინფექციური დაავადებების
პრევენციაზე.
      ტრენინგზე კლუბის წევრებმა მივიღეთ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია  აღნიშნულ თემაზე.
ტრენინგის დასასრულს "ინდიგოს" წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს
 მოსწავლეთა და პედაგოგთა საინტერესო შეკითხვებს.
მადლობას ვუხდით სიქას ასეთი საინტერესო ტრენინგის ორგანიზებისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий