вторник, 14 мая 2013 г.

განხორციელებული პროექტი


    კუმისის სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,ქველის'' წევრებმა დაასრულეს გიორგი კახიძის პროექტის ,,უსაფრთხო ეზო სკოლის მოსწავლეებს'' განხორციელება, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში. ჩატარდა პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო(მოსწორდა და მოსუფთავდა სკოლის ეზოს ნაწილი; პროექტისთვის საჭირო მასალების მოწოდება უზრუნველყფილ იქნა სიქას მიერ; განხორციელდა სკოლის ტერიტორიის შემოუღობავი ნაწილის სრული შემოღობვა) სკოლის მოსწავლეები მუშებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ სამუშაოების შესრულებაში. 
   პროექტის შედეგად სკოლის ეზო მართლაც უსაფრთხო გახდა სკოლის ყველა მოსწავლისათვის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით პარტნიორ ორგანიზაციებს.





Комментариев нет:

Отправить комментарий