пятница, 21 июня 2013 г.

დავჯილდოვდით ტექნიკის სრული კომპლექტით

2013 წლის 13 ივნისს,მარნეულის გამგეობის  სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  2012-2013 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება.
ღონისძიებას ვესწრებოდით ჩვენი კლუბის წევრები,მეურვე ნინო მაისურაძე და კუმისის გამგებლის მოადგილე არჩილ მდივნიშვილი.
კლუბის წევრებმა მაგდა ქოჩორაშვილმა,გვანცა ოლქიაშვილმა და გიორგი კახიძემ წარმოადგინეს "ქველის" მიერ განხორციელებული საკლუბო აქტივობების პრეზენტაცია.  ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ კლუბის მეურვეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
 ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით  პროგრამას და PH International-   ხელშეწყობისთვის, ჯილდოსა და სტიმულისათვის.


Комментариев нет:

Отправить комментарий