четверг, 3 мая 2012 г.

ეკო–პატრული

     მოგეხსენებათ, ჩვენ მოვაწყვეთ აქცია სოფლის დასუფთავებასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი მიზანია გადაიჭრას ის ეკოლოგიური პრობლემები, რაც გვაწუხებს და ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს. გადავწყვიტეთ ჩვენი აქცია არ ყოფილიყო ერთჯერადი და მუდმივად ხდებოდეს გარემოს დაცვა. ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ შევქმნათ "ეკო–პატრული", რომელიც დაკომპლექტდება ჩვენი სკოლის მოხალისე მოსწავლეებისგან. ისინი მუდმივად მიაქცევენ ყურადღებას თავიანთი უბნის სისუფთავეს. კლუბის წევრები პერიოდულად გააკონტროლებენ მათ. წლის ბოლოს საუკეთესო ეკო–პატრული გამოვლინდება და დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით.

Комментариев нет:

Отправить комментарий