четверг, 3 мая 2012 г.

შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია

        კუმისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა აქციის -,,შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია'' ფარგლებში  განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა:
  • კლუბის წევრებმა სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ჩაუტარეს სემინარი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ და ესაუბრნენ ჯანმრთელობისათვის მავნებელ ჩვევებზე და ქცევებზე. შემდეგ სთხოვეს მათ  შეექმნათ ნახატები თემაზე:  ,,შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია''. საუკეთესო ნახატებით სკოლის დერეფანში მოეწყო გამოფენა.
                 

  •  კლუბის წევრების ნაწილმა მოაწყო ასფალტზე ხატვა სკოლასთან გამავალი ქუჩის ასფალტზე.  მოსწავლეებმა  ანტინარკოტიკული, ანტინიკოტინური და ანტიალკოჰოლური ლოზუნგებით მოუწოდეს მოსახლეობას ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისკენ.
      

  • აქციის ფარგლებში კლუბის რამდენიმე წევრმა მოინახულა სოფლის უხუცესები და ჩაწერა ინტერვიუები, იმის შესახებ თუ როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ ისინი, რა განსხვავებას ხედავენ  მათ დროინდელი და ახლანდელი ახალგაზრდების ცხოვრების წესის შესახებ და რას ურჩევდენენ თანამედროვე ახალგაზრდებს. კლუბის წევრების გადაწყვეტილებით  აღნიშნული იტერვიუები განთავსდება სამოქალაქო კლუბის კედლის გაზეთში.
       







Комментариев нет:

Отправить комментарий