ჩვენი სამოქალაქო კლუბისა და ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლების მიერ დაიგეგმა სოფლის დასუფთავების აქცია. ეს აქცია იყო პირველი ერთობლივი ღონისძიება 26 აპრილის შეხვედრის შემდეგ.
ჩვენს ინიციატივას შემოუერთდა ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელი ქაილ რეინოლდსი, რომელმაც თავის თავზე აიღო მოსწავლეების სოფლის სხვადასხვა უბნებსა და ქუჩებზე გადანაწილების ორგანიზება. სკოლის ყველა კლასის მოსწავლეთაგან შემდგარმა პატარ-პატარა ჯგუფებმა მთელი სოფელი მოიცვეს. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი ტექნიკის საშუალებით სოფლის ქუჩებიდან შეგროვილი ნაგვის გატანა.
ქაილ რეინოლდსი აქციის
ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო
|
Комментариев нет:
Отправить комментарий