вторник, 1 мая 2012 г.

ერთად დავასუფთავოთ ისტორიული ძეგლები

29 აპრილს კუმისისა და კოდის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა დავიწყეთ ისტორიული ძეგლების დასუფთავების აქცია. ამ   მიზნით მოვაწყვეთ ლაშქრობა სოფელ ღოუბნის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის შემოგარენში. ტაძარი მდებარეობს ტყეში, სოფელ ღოუბნიდან 3 კმ-ში. იგი XVI-XVII საუკუნეებშია აშენებული, ხოლო 1999 წელს მოხდა მისი აღდგენა სოფლის მოსახლეობის მიერ. ბავშვებმა დავასუფთავეთ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით დავგეგმეთ მსგავსი ღონისძიებების განხორციელება უახლოეს მომავალში.
                                    

Комментариев нет:

Отправить комментарий