среда, 25 апреля 2012 г.

შეხვედრა ადგილობრივ მთავრობასთან


     კუმისის  სკოლის  სამოქალაქო  კლუბმა  სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად გადავწყვიტეთ შევხვედროდით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლებს  და გაგვეცნო მათთვის სოფლის მნიშვნელოვანი პრობლემები. ამ მიზნით სკოლაში მოვიწვიეთ სოფლის რწმუნებული გიორგი დავითაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ვეფხია ქობულაძე. შეხვედრას ესწრებოდა  სკოლის დირექტორი ლელა ქობულაძე და სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი ნინო მაისურაძე. მოსწავლეებმა  სოფელში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით   წამოვაყენეთ რამდენიმე ინიციატივა, რომლებიც ხელს შეუწყობს გარკვეული პრობლემების მოგვარებას სოფელში. კერძოდ:
  •      სოფლის  ცენტრალურ  ქუჩას დაერქვას  2008  წლის  აგვისტოს  ომში გმირულად დაღუპული სამხედრო ექიმის-ზურაბ ბეგიაშვილის სახელი და მისი ხსოვნის მემორიალი დაიდგას ამ ქუჩაზე.
  •      მოვითხოვეთ რომ სოფლის მთავარი გზის მოასფალტების პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებული   იყოს   სიჩქარის   შემაფერხებელი   წინაღობების   გაკეთება   სკოლის შესასვლელთან, რაც გაზრდის მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს.
  •      წამოვაყენეთ  წინადადება   იმის   შესახებ,    რომ   სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იყოს ერთი ონკანის დამატება სოფლის საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე.
  •      მოსწავლეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვთხოვეთ დაგვხმარებოდნენ იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც არის სოფელში ნაგვის ურნების არ არსებობა. რის გამოც სოფლის შიდა გზების მიმდებარე ტერიტორიები საკმაოდ დანაგვიანებულია.
   ბატონი ვეფხია და ბატონი გიორგი შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად დაგვეხმარებიან ჩვენი ინიციატივების რეალიზებაში.
ამ შეხვედრაზევე გადაწყდა 3 მაისს სოფლის დასუფთავების ერთობლივი აქციის ჩატარება.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგს გამოიღებს ჩვენი შეხვედრა, აუცილებლად განთავსდება ინფორმაცია ჩვენს ბლოგზე.








Комментариев нет:

Отправить комментарий