среда, 11 декабря 2013 г.

ახალგაზრდული ფორუმი რუსთავში

2013 წლის 7 დეკემბერს სიქა-მ ორგანიზება გაუკეთა ახალგაზრდულ ფორუმს, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოეწყო რუსთავის #1 საჯარო სკოლაში. ფორუმში ვმონაწილეობდით რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები. ჩვენს მიერ შემუშავებულ იქნა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის ინიციატივები, რომლებიც გავაცანით ფორუმზე მოწვეულ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 


გვანცა ოლქიაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий