კიდევ ერთი გამარჯვება
6 ოქტომბერს დასრულდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო პროექტების კონკურსზე განაცხადების მიღება და ნოემბრის დასაწყისში გამოცხადდა გამარჯვებული პროექტები.
ქვემო ქართლის რეგიონში დაფინანსება მოიპოვა 9 პროექტმა. ესენია:
- "ვიყოთ აქტიურები" - მარიკა ყაზარაშვილი, იაღუფლოს საჯარო სკოლა, დმანისის მუნიციპალიტეტი;
- "სამოქალაქო განათლება საზოგადოების განვითარებისათვის" - მირანდა იაკობიძე, ოზნის საჯარო სკოლა, წალკის მუნიციპალიტეტი;
- "სუფთა გარემო" - ელისო პაპასქუა, აღმამედლოს საჯარო სკოლა, მარნეულის მუნიციპალიტეტი;
- "კონსტიტუციის XIV მუხლი" - გიორგი ნადირაშვილი, მარნეულის #3 საჯარო სკოლა, მარნეულის მუნიციპალიტეტი;
- "ჩემი უფლება" - თამარ სოზაშვილი, ქესალოს საჯარო სკოლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
- "ჯანმრთელობა სკოლის მოსწავლეებს" - ნათია კახიძე, კუმისის საჯარო სკოლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
- "ისინი ჩვენებიც არიან" - ანა მახნიაშვილი, კაზრეთის #1 საჯარო სკოლა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
- "ერთად ვისწავლოთ კეთილმოწყობილ გარემოში" - თაკო იოსელიანი, რუსთავის #17 საჯარო სკოლა;
- "არ ვცნობთ შეზღუდვებს, ვირჩევთ თანასწორობას" - ქეთი სახლთხუციშვილი, მარტყოფის #2 საჯარო სკოლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი.
წარმატებებს ვუსურვებთ გამარჯვებულებს პროექტების განხორციელებაში!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий