ქველი
ყველაფერი ჩვენს ხელშია
четверг, 13 марта 2014 г.
воскресенье, 22 декабря 2013 г.
გამარჯვებული პროექტის განხორციელება
20 დეკემბერს ჩვენმა კლუბმა აქტიურად დაიწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის "ჯანმრთელობა სკოლის მოსწავლეებს" განხორციელება.
გაყვანილ იქნა არხი,რომელშიც უნდა მოხდეს სასმელი წყლის მილის მოთავსება.
პროექტზე მუშაობის მომდევნო ეტაპის ამსახველ კადრებს განვათავსებთ ბლოგზე სისტემატიურად.
პროექტზე მუშაობის მომდევნო ეტაპის ამსახველ კადრებს განვათავსებთ ბლოგზე სისტემატიურად.
среда, 11 декабря 2013 г.
ახალგაზრდული ფორუმი რუსთავში
2013 წლის 7 დეკემბერს სიქა-მ ორგანიზება გაუკეთა ახალგაზრდულ ფორუმს, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოეწყო რუსთავის #1 საჯარო სკოლაში. ფორუმში ვმონაწილეობდით რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები. ჩვენს მიერ შემუშავებულ იქნა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის ინიციატივები, რომლებიც გავაცანით ფორუმზე მოწვეულ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
გვანცა ოლქიაშვილი
Posted by
пятница, 29 ноября 2013 г.
კიდევ ერთი გამარჯვება
6 ოქტომბერს დასრულდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო პროექტების კონკურსზე განაცხადების მიღება და ნოემბრის დასაწყისში გამოცხადდა გამარჯვებული პროექტები.
ქვემო ქართლის რეგიონში დაფინანსება მოიპოვა 9 პროექტმა. ესენია:
- "ვიყოთ აქტიურები" - მარიკა ყაზარაშვილი, იაღუფლოს საჯარო სკოლა, დმანისის მუნიციპალიტეტი;
- "სამოქალაქო განათლება საზოგადოების განვითარებისათვის" - მირანდა იაკობიძე, ოზნის საჯარო სკოლა, წალკის მუნიციპალიტეტი;
- "სუფთა გარემო" - ელისო პაპასქუა, აღმამედლოს საჯარო სკოლა, მარნეულის მუნიციპალიტეტი;
- "კონსტიტუციის XIV მუხლი" - გიორგი ნადირაშვილი, მარნეულის #3 საჯარო სკოლა, მარნეულის მუნიციპალიტეტი;
- "ჩემი უფლება" - თამარ სოზაშვილი, ქესალოს საჯარო სკოლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
- "ჯანმრთელობა სკოლის მოსწავლეებს" - ნათია კახიძე, კუმისის საჯარო სკოლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
- "ისინი ჩვენებიც არიან" - ანა მახნიაშვილი, კაზრეთის #1 საჯარო სკოლა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
- "ერთად ვისწავლოთ კეთილმოწყობილ გარემოში" - თაკო იოსელიანი, რუსთავის #17 საჯარო სკოლა;
- "არ ვცნობთ შეზღუდვებს, ვირჩევთ თანასწორობას" - ქეთი სახლთხუციშვილი, მარტყოფის #2 საჯარო სკოლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი.
წარმატებებს ვუსურვებთ გამარჯვებულებს პროექტების განხორციელებაში!!!
ვიზიტი განათლების სამინისტროში
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოეწყო სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების ვიზიტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. სადაც ჩვენი კლუბიდან ვიმყოფებოდით 4 მოსწავლე.ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა იმის გაცნობა, თუ როგორ დაარსდა სამინისტრო და როგორ ახორციელებს ის ამჟამად მთელ რიგ სამუშაო პროცესებს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)